დავითაშვილის მორიგი გოლი – “ბორდომ” “ბასტიასთან” არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]

ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „ბასტიასთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, კორსიკელებმა კი პირველ ტაიმში სამი კონტრიერიში განახორციელეს და სამი გოლი გაიტანეს. 44-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ ლივოლანმა დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:3 გახდა. დარჩენილ დროში ჟირონდელებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.
დავითაშვილმა ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 31 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ზურიკოს თამაში Sofascore-მ და Flashscore-მ 7.2 ქულით შეაფასეს.
ბორდო – ბასტია 2:3
გოლები: 0:1 ვენსანი (1), 0:2 ვენსანი (25), 0:3 ალფარელა (32), 1:3 დავითაშვილი (44), 2:3 ლივოლანი (46)