“დავაკავეთ ს მოქალაქე, რომელმაც თბილისში, აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მანქანა დააზიანა” –

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს ს მოქალაქე, რომელმაც, მათივე მტკიცებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მანქანა დააზიანა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს”, – წერს .
მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზაინებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს