“დაე, ძლიერმა გაიმარჯვოს”– მაგდა მამუკაშვილი ბიძინა ივანიშვილს

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
რთული წელი იყო, გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ, პოლიტპატიმრების რაოდენობა გაიზარდა, პროტესტი კრიმინალიზდა, საპროტესტო საზოგადოება კრიზისს ებრძვის, მაგრამ “ოცნებამ” მაინც ვერ გაგვტეხა, არ დავნებებულვართ და არც ვაპირებთ დანებებას, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეა ისეთი დიდებულია, მას ბოლომდე ვემსახურებით.
ბიძინა ივანიშვილს კი მისივე ნათქვამს მივუბრუნებთ და დაე, ძლიერმა გაიმარჯვოს:
ნურავის ექნება ილუზია, რომ ვინმე დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!