“დაე, ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო-კარი მესტიაში, სადაც ქოხებიც კი ,,სასახლეებად” აქციეს”

“ღმერთმა ასე ინება: სოსოს ეზოში, სვანური ზარით, თოვლის მაგიდაზე, ძველებური წესით, – სანთლებით, პურზე დაწყობილი ოთხი კერძით, სვანური არყითა და ღვინით, ,,ლიფანე” გაგვეკეთებინა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნათესავი, ქრისტინა ჯაჭვლიანი წერს:

“დღეს მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ სოსოს სულს… ყველა გარდაცვლილი მოვიგონეთ. ქუდოსნებმა ,,ზარი” თქვეს. ძალიან მადლობელი დავრჩი ამ ვაჟკაცების. სათითაოდ ჩამოვთვლიდი, მაგრამ ყველას სახელი და გვარი არ ვიცი და არ მინდა ვინმე გამომრჩეს, თავადაც ნახავთ… მშვიდობა ჰქონოდეს თითოეულ მათგანს! მადლობა ყველას! გავიხედეთ, ,,ზარის” ხმაზე მეზობელი სასტუმროდან ფრანგები მოვიდნენ. თურმე ამ ფრანგ მამაკაცს საქართველოში ბევრი რამე აქვს გადაღებული და თბილისში ერთ-ერთი გადაღებისას, სოსო ჯაჭვლიანთან ვისაუბრეო – თქვა. მანაც ასწია ერთი ჭიქა… აქაც გადაიღო ყველაფერი, გაოცებით უყურებდა სოსოს უბრალო სახლს.

ღმერთს დიდება და მადლობა ყველაფრისათვის! მენანები, სოსო… ჩვენი გვარის ერთ-ერთი კარგი ვაჟკაცი, მკლავჭიდელი – მსოფლიო ჩემპიონი… და მერეა შენი სხვა ნიჭები. შენი მსახიობობა სხვათა როლებია. შენი ნამდვილი როლი, შენი კაცობაა დასანანი… დაე, ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო-კარი მესტიაში, სადაც ქოხებიც კი ,,სასახლეებად” აქციეს. როგორი პატიოსანიც იყავი, ის ეტყობა შენს სახლს. ამიტომ აწუხებდათ შენი კარგი სახელი ფულზე სულგაყიდულებს……………. და ბოლოს მაინც ვიტყვი, სვანეთის გმირები და მოღვაწენი სვანეთში რომ დაიკრძალონ, უმჯობესია. მშობლიურმა მთებმა უნდა ჩაიკრან გულში. ღმერთმა მარადიულ ნათელში დაამკვიდროს მათი სულები! ამენ!”

ასევე დაგაინტერესებთ

“ქვეყნის სადარაჯოზე მდგომო ახალგაზრდებო! ახლა აქ ვდებ დოკუმენტს, რომელიც თქვენს ასაკში (მაშინ 22 წლის ვიყავი) არანაკლებ და ალბათ გაცილებით მტკივნეული, საშიში, ავისმომასწავეველი იყო, ვიდრე გუშინ მიღებული კანონი”