დადგენილია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის დაღუპული 500-ზე მეტი უცხოელის ვინაობა

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახური და დამოუკიდებელი გამოცემა, ს ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული „მედიაზონა“ მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად განაგრძობენ ში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მხრიდან დაღუპულთა ვინაობის დადგენას.
საჯარო წყაროებით გავრცელებული მონაცემების საფუძველზე განახლებული ინფორმაციით, რომელიც დღეს, 11 ივლისს გამოქვეყნდა, დადგენილია 118 139 მოკლულის ვინაობა. მათ შორისაა 500-ზე მეტი უცხოელი მსოფლიოს 28 ქვეყნიდან.
რუსეთისთვის დაღუპულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი, 72 ტაჯიკეთის მოქალაქე იყო. 66 – უზბეკეთის.
მათი უმრავლესობა უკრაინასთან საომრად რუსეთის საპატიმროებიდან გაუშვეს. უფლებადამცველების მიერ დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როცა რუსეთში დაკავებულ მიგრანტებს მუქარით აიძულებდნენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებას.
პუტინის ომში დაღუპულებს შორის პოსტსაბჭოთა სივრციდან მრავლად არიან საქართველოს ტერიტორიიდან, კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული დან და ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის წინააღმდეგ საომრად წასულები. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, დადგენილია საქართველოდან წასული 63 პირის სიკვდილი და თითქმის ყველა მათგანი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრები იყო.
უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა შორის არიან ბელარუსის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ნეპალის, ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, იემენის, ერაყის, შრი-ლანკის და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებიც.
დადგენილია ვინაობა 54 დაღუპული პირისაც, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მომენტში უკრაინის ტერიტორიაზე იყვნენ ჩაწერილი და ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ.
რუსეთისთვის დაღუპულთა სიაშია ერთი ამერიკელიც, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნის ვაჟი მაიკლ გლოსი.
როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, რუსეთის მხრიდან ომში დაღუპულ უცხოელებს შორის, დიდი ალბათობით, სჭარბობენ ჩრდილოკორეელი სამხედროები, მაგრამ იმის გამო, რომ ფხენიანი დაღუპულთა რიცხვს მალავს, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები კი სოციალური ქსელებით ვერ სარგებლობენ, ვერცერთი დაღუპულის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 600-მდე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცია დაღუპული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა