“დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს” – ყოფილი საჯარო მოხელეების განცხადება

“დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს” – ყოფილი საჯარო მოხელეების განცხადება
ყოფილი საჯარო მოხელეების განცხადება:
ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდით ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. თითოეული საჯარო მოხელის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ბევრი წარმატება იქნა მიღწეული ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით. თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს. დღეს კი, ჩვენი აზრით, დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას. გვჯერა, რომ ბევრი ჩვენი დღეს მოქმედი კოლეგა ჩვენსავით იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენსავით მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს და ისინიც შემოგვიერთდებიან, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვით.