დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 11, 114-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 38.9 მლნ ლარი გაიცა – საპენსიო სააგენტო

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 529 ათასი ადამიანია, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11, 114-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 38.9 მლნ ლარი.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა