ჟურნალისტი, მიხეილ ხაჩიძე:
დაბრუნდით საქართველოში, ისრაელში როგორ ჩერდებითო – ტროლები, ბოტები და რაღაცნაირი ელემენტები დაგეშილები უწერენ ქართველ ემიგრანტებს!
სად ეპატიჟებით, ამ მონგრეულ ეკონომიკაში, ამ გაჭირვებაში, ამ ზიზღსა და მტრობაში? ქვეყანაში, სადაც არანაირი პერსპექტივა არ არის. ქვეყანაში სადაც “მშვიდობაა” და ყოველ დღე ადამიანებს ხოცავენ, იტაცებენ და ხვრეტენ? ქალებს, კაცებს, ბავშვებს და დამნაშავეს ვერ პოულობენ. არც იძიებენ. ისრაელში ის ტერორისტები იქვე მიახვრიტეს! ისრაელი იცავს ხალხს, ზრუნავს ხალხზე. და ისრაელში და საერთოდაც, ემიგრაციაში მყოფს შენ რომ აქედან ჭკუას არიგებ და სიგარეტი ვერ გიყიდია, ქუჩაში მათხოვრობ- არ ვიცი რა ხარ!