დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა.
„სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა