„დაახლოებით 200-300 ადამიანზეა საუბარი, ყველა ვინც პირდაპირ და ირიბად მხარს უჭერდა ხელისუფლების უზურპაციას“ – დიმიტრი ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ -ის მიერ დაწესებული სანქციები, ხელისუფლების წარმომადგენლების ფართო წრეს შეეხება. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 200-300 ადამიანი, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.

„პრაქტიკულად ყველა მაღალი თანამდებობის პირი შეიძლება მოიაზრებოდეს, მოქმედი ან რომელიც იკავებდა თანამდებობას და შეხება ჰქონდა არადემოკრატიულ ქმედებებთან. ნებისმიერი შეიძლება იყოს ამ სანქციების სამიზნე, მაგრამ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაღალი აქვს. მათ შორის, შესაძლებელია, მინისტრებიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ და ირიბად მხარს უჭერდა იმ პროცესს, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, ანუ პრაქტიკულად ხელისუფლების უზურპაციას. ამიტომ ძალიან ფართო წრე შეიძლება იყოს, თუ არ ვცდები, დაახლოებით 200-300 ადამიანზეა საუბარი,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ