დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე – აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი

დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე – აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი
დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია.
„დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე. წარმოიდგინეთ როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. მათთვის რა თქმა უნდა, დარტყმა იყო USAID-ისა და NED-ის დაფინანსების გაუქმება, ყველა თვალსაზრისით. მაგრამ, როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია შემოინახო. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე“, – , – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს