დააყადაღეს მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, რომელიც რომეო მიქაუტაძის ცოლის სახელზე იყო გაფორმებული

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ბრალდებულ რომეო მიქაუტაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში დაყადაღებულია – ამის შესახებ ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდა, სადაც ცოტა ხნის წინ პროკურორმა ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა.

ექს მაღალჩინოსნის საქმეზე  დღეს ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების გამოკითხვა დაასრულა.

  • ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშხი: მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი(ვიდეო)

თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები – გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი