“‘დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?’ ‘დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?’”

“‘დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?’
‘დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?’
‘8 იანი იშლება? ვერ შეუკვრიათ ერთობა’
‘13 ში გასვლას აზრი აქვს?’
‘რას იტყვის 8 იანის წევრი ელენე ხოშტარია’
‘დაველოდოთ აბა რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს’
სირცხვილია, მეგობრებო.
ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა.
რვიანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე.
ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი.
ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.
Ps. რვიანი ვერ დაიშლება, იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია, ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია 8″ – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?