დააკავეს პირი, რომელმაც ძაღლი მე-8 სართულიდან გადმოაგდო – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა”.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?