დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგოებს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგოებს ინტიმური ფოტოები გააგზავნინა, შემდეგ კი ინტერნეტში განათავსა. 1 ნოემბერს დაკავებულ კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგოსთან დაამყარა.
ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა”, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებამ მედიას გაუგზავნა ოქტომბერ-ნოემბერში გამოვლენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შესახებ დანაშაულის სტატისტიკა – სულ ამხილეს 14 ადამიანი, მათგან 5 დააკავეს.
დროის ამ მონაკვეთში დანაშაულში ამხილეს 14 წლის ბიჭი და მისი ორი მეგობარი. ამ ბიჭს 2023 წლის ივლისში 14 წლის გოგომ facebook-ით ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუგზავნა, მან კი თავის მეგობრებს გადაუგზავნა:
“დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო”.
29 ნოემბერს დანაშაულში ამხილეს 10 ადამიანი – ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს