„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ხმების დათვლა სრულად დაასრულა. არჩევნების შედეგები უკვე ნათელია, თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზეა ამ არჩევნებში და ეს არის ქართველი ხალხის, დიდი გამარჯვება, რომელმაც, ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა, გაუსწორა რა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო, ამ არჩევნებზე იყო რისკი, რომ განმეორდებოდა“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„დიდი იმედი არა, მაგრამ, გულის კუნჭულში მქონდა მაინც იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ, გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით: გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება, გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა. გამართლდა ის, რომ ამ ლოგიკიდან არ ამოვარდებოდნენ – 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ.
ახლა რაც შეეხება დეზინფორმაციებს, რომლებიც ასე უკვე შეჩვეული ვართ, რომ ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ადრე გვქონდა, ძირითადი მანიპულაცია რასაც ოპოზიცია აწარმოებდა იყო ბიულეტენები, ოქმები, გახსოვთ ფრიალი და ასე შემდეგ, ჩაიხსნა მთლიანად იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიღეთ ელექტრონული სისტემა და ახლა გადავიდა სხვა სახის მანიპულაციებზე. ვნახოთ რა არის ეს: პირველი- “ედისონ რისერჩის” გაყალბებული ეგზიტპოლები. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი დათვლა და ცესკოს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია უკვე ღიად ვთქვათ, რომ “ედისონ რისერჩმა” გააყალბა ეგზიტპოლი. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იქნას შესწავლილი.
რა თქმა უნდა, მან საკუთარ რეპუტაციას მიაყენა მძიმე დარტყმა, ფაქტია, რომ ამის უკან სავარაუდოდ დგას რაღაც უკანონო გარიგება, რომლის მიზანი რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნებოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია. ასე რომ ეს არის ერთი ფაქტი და ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და მათ შორის, უცხოელი აქტორები იმისთვის, რომ გაეტარებინათ ცრუ ნარატივი, თითქოს მოხდა გაყალბება და ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ სქრინზე გიორგი კანდელაკი, რომელიც ორმაგი ფუნქციის მატარებელი არის ჩვენს საზოგადოებაში. ის ერთის მხრივ არის პოლიტიკოსი და მეორეს მხრივ არის ენჯეოს წარმომადგენელი, უცხოური დაფინანსებით მოქმედი პოლიტიკოსია შეგვიძლია ასე ვთქვათ და გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს ხოლმე და ის თავის სოციალურ მედიაში აქვეყნებდა ზუსტად ამ შედარებას, თუ როგორი აცდენა არის ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის და ამით ამყარებდა ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოხდა გაყალბება. რომელსაც ასევე იზიარებს ქალბატონი ლორა თორნტონი. როგორც იცით ის გახლავთ ავტორი იმ ანგარიშისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარედგინა ამერიკაში, სადაც ზუსტად აღწერილი არის ის სცენარები და გახსოვთ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რაც დღეს ხდება. გახსოვთ თქვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, მიუხედავად ამისა უნდა იყოს პროტესტები და ამას უნდა მიაქციონ ყურადღება და მხარი დაუჭირონ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა. და ვხედავთ, რომ ის მთლიანად ჩართული არის ტყუილის, ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ეგზიტპოლთან დაკავშირებით და არის მონაწილე დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაციისა. კიდევ ერთხელ, თავად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ დაადასტურა, რომ “ედისონ რისერჩმა” გააყალბა განზრახ ეგზიტპოლები და ამით იყო მცდელობა, რომ შემოეტანათ შფოთი, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში და დისკრედიტაცია მოეხდინათ არჩევნების.
მეორე საკითხი შეეხება თავად აპარატურას, თქვენ გახსოვთ როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია რაიმე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით და გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ ეს არის რა თქმა უნდა გაუგონარი ამბავი და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართული არის იმ სცენარში, რასაც ჰქვია ქვეყნის არევა ოპოზიციასთან ერთად და ჩვენ გვესმოდა, რომ დუბლირებული სიები, აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა ქართულ ოცნებას ორმაგი ხმის მიცემა ხდებოდა, მონიშნულები იყო ბიულეტენი, ყველა ეს საკითხი, არცერთი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყოს წინასწარ შერჩეული ჩაატარა აუდიტი, არანაირი რაიმე შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა, თან თავადაც ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო იქ რამე მომხდარიყო, უბრალოდ ეს არის როცა დავალებას იღებ, რომ უნდა არიო ქვეყანა მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს, ასევე დაადასტურებდა ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიში, რომელსაც ISFED მალავს. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ მათ გადააცილეს დრო, განმეორდა ზუსტად 2020 წლის სცენარი, მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება, როგორც წესი ეუთოს ანგარიშამდე არის ხოლმე, როგორც წესი კი არა მათი მეთოდოლოგიით ასე ხდება გამოქვეყნება 12 საათზე ანგარიშის და მაშინაც გადააცილეს, იმიტომ რომ აყალბებდნენ პარალელური დათვლის შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა ციფრები დაესვათ ზუსტად და წელსაც განმეორდა ზუსტად იგივე ISFED ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო, ისინი არ აქვეყნებდნენ შედეგებს, მას შემდეგ რაც მოიკითხა სხვადასხვა სუბიექტმა რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, მათ საბოლოოდ გუშინ გვიან ღამით, გაავრცელეს განცხადება და რა თქმა უნდა ვერ გაექცეოდნენ იმას და იმ განცხადებაში თქვეს, რომ ემთხვევა მათი დათვლის შედეგები ცესკოს დათვლის შედეგებს, თუმცა დანარჩენი დეტალები, რომლებიც ზუსტად აი ამ საკითხებთან არის დაკავშირებული მათ დამალეს და არ უნდათ რომ საზოგადოებას აცნობონ, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს სრულად პარალელური დათვლის შედეგები, შეგახსენებთ გუშინ NDI-ის სადამკვირვებლო მისია, რომ ატარებდა ბრიფინგს მისმა ხელმძღვანელმა მიუთითა კიდევაც, რომ ისინი ელოდნენ ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიშს, ასე რომ ეს ახლა უკვე NDI-ის პასუხისმგებლობა არის, ვინაიდან ის მათი მეთოდოლოგიით ტარდება, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED, რომ გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოს. ამიტომ წინა ჯერზე თუ NDI გაექცა თავის პასუხისმგებლობას, როდესაც ყალბი რიცხვების გავრცელება ხდებოდა ამ ჯერზე მათ უნდა გამოასწორონ ის შეცდომა, რომელიც მაშინ დაუშვეს.
ასვე შეგახსენებთ, რომ ISFED ამ პარალელურ დათვლას, ისევე როგორც 2020-ში USAID-ის დაფინანსებით, გახსოვთ რომ 2020-ში შემდეგ გაირკვა რომ USAID-მა იცოდა რომ ISFED ავრცელებდა ყალბი დათვლის შედეგებს და გვიმალავდა“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს