,,გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან“ – ია ანთაძეს გადაცემა დაუხურეს

ჟურნალისტი ია ანთაძე:
,,გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან – დახურეს პროექტი „საინტერესო ადამიანები“, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი სიხარული მომიტანა.
რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ.
უზომოდ მადლობელი ვარ იმ 302 ადამიანის, ვინც ინტერვიუზე დამთანხმდა და ვისთან ერთადაც თანამედროვე საქართველოს ძალიან დასამახსოვრებელი სურათი შევქმენით. ასევე, მადლობელი ვარ ყველა მკითხველის – თქვენ აცოცხლეთ ეს პროექტი 7.5 წლის განმავლობაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ მარტო ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, ყოველთვის ერთად ვიყავით – ჩემი სტუმრები, ჩემი მკითხველები და მე. გულწრფელი მადლობა ამ წლებისთვის!
აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი. იმედს ვიტოვებ, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებ, სასარგებლო ვიყო ჩვენი საერთო სამშობლოსთვის! “

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა