გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში

გუშინ ამბობდნენ, მ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში
“გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!”- წერს ხალხის ძალის” წევრი , რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“
ქადაგიძის თქმით, საქართველოში აუცილებელია დავიწყოთ, ქართული პოლიტიკის გაწმენდა პარაზიტებისა და აგენტებისაგან. 26 ოქტომბერი არის შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ჩნდება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
“ბიზნესმენებმა ფული შეაგროვეს,
პოლიტიკოსებმა იარაღი, ოჯახებმა მებრძოლები…
ორი წლის თავზე – ბიზნესმენები “ვორქ-შოფებზე” მსჯელობენ, პოლიტიკოსები ახალ არჩევნებზე, ხოლო ოჯახები პარაკლისებს იხდიან…
ასე გაწირეს და საზარბაზნე ხორცად აქციეს უკრაინა!
ასეთივე გეგმის ნაწილი ვიყავით ჩვენც, რომ ავყოლოდით პოლიტიკურ კონიუნქტურას და დავეყოლიებინეთ გლობალური ომის პარტიას, თუმცა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკითა და ქართველი ხალხის უბადლო პრაგმატულობით, სასწაულებრივად გადავრჩით!
გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!
სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში.
არ ვიცი, სტამბულის სამშვიდობო სამიტის ჩამშლელი ჯონსონი და ტრამპი, როგორ გადაარჩენენ უკრაინას, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში აუცილებელია დავიწყოთ, ქართული პოლიტიკის გაწმენდა პარაზიტებისა და აგენტებისაგან.
26 ოქტომბერი არის შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ჩნდება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას