,,გუშინდელი” მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან” უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ „გაახლებულების” ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების” უღმერთოებით

,,გუშინდელი” მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან” უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ „გაახლებულების” ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების” უღმერთოებით
„გონიერება ქართველ კაცს არასოდეს აკლდა. ყოველთვის ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას,“ – წერს სოციალურ ქსელში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე და მოუწოდებს ამომრჩეველს 26 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს.
„ჩემო თანამოქალაქენო! მოგმართავთ საარჩევნო კამპანიის მიწურულს – თქვენ ქმნით ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ,,გუშინდელი” მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან” უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ ,,გაახლებულების” ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების” უღმერთოებით.
საქართველოში საუკუნეებია ღირსებით, თაობიდან თაობას გადაეცემა ჩვენი ტრადიციების პატივისცემა. ოჯახის სიწმინდე და სამშობლოს სიყვარული ეროვნული ღირებულებებია.
გონიერება ქართველ კაცს არასოდეს აკლდა. ყოველთვის ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ყოველთვის გვესმოდა და გვჯეროდა ერთმანეთის, ვიზიარებდით საერთო ტკივილსა და სიხარულს. არასოდეს მიმიტოვებია მარტო, ჩემი ხალხი განსაცდელის ჟამს და თავს უფლებას ვაძლევ გთხოვოთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მშვიდობიანი და ღირსეული მომავლისათვის…
გააფერადე 41 ! “- წერს ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა