გაერო პოლიტიკურ ნაბიჯებად აფასებს ისრაელის მიერ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის “არასასურველ პირად” გამოცხადებას და ბრალდებებს მის მიმართ.
გუტერეშის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა ნიუ-იორკში თქვა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას გაერო პოლიტიკურ განცხადებად მიიჩნევს. ეს, მის თანახმად, ისრაელის მთავრობის მხრიდან გაეროს თანამშრომელზე კიდევ ერთი თავდასხმაა.
გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრმა გუტერეში დაიცვა ისრაელის თავდასხმისგან. გაეროში, საგანგებო სხდომაზე, სხვებთან ერთად გენერალურ მდივანს მხარდაჭერა გამოუცხადეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, სამხრეთ კორეის, გაიანის და ალჟირის წარმომადგენლებმა. ალჟირის ელჩმა ამარ ბედშამამ თქვა, რომ ისრაელი აჩვენებს აშკარა სიძულვილს გაეროს სისტემისა და მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება. ორმხრივი ძალადობის სისხლიანი მიმოქცევა უნდა შეწყდეს, – თქვა მან, – დრო იწურება. გუტერეშის თანახმად, დაძაბულობა დრამატულად იზრდება – მან დაასახელა ლიბანზე ისრაელის თავდასხმა, ჰეზბოლას მიერ ისრაელისთვის რაკეტების დაშენა და ისრაელზე ირანის თავდასხმა, რომელიც მკაცრად დაგმო.