გურ-ის ცნობით, ყირიმის ხიდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, გაჩნდა მანქანების რიგები

BBC-ის წყარომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოში (გურ) დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო დაზვერვის კიბერსპეციალისტებმა ს ხიდზე მოძრაობის რეგისტრაციისა და კონტროლის სისტემაზე თავდასხმა განახორციელეს. მანამდე ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინებოდა ასევე უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოში წყაროებზე დაყრდნობით.
ყირიმის (ქერჩის) ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ს კრასნოდარის მხარესა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.
ტელეგრამის არხი „კრიმსკი მოსტ: ოპერატივნაია ინფორმაცია“, რომელიც რუსეთის ოფიციალურ სააგენტოებს იმოწმებდა, იტყობინებოდა, რომ ხიდზე მოძრაობა შეწყდა მოსკოვის დროით 15:06-სა და 15:56-ს შორის. 17 საათისთვის ქერჩის მხრიდან, რომელიც ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარეობს, გაჩნდა ხერგილი და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 400-ს აღწევდა. მაგრამ, არხის ცნობით, 19 საათისთვის ხერგილი უკვე აღარ იყო.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იმავე ქერჩის, ხიდზე არაერთხელ მიიტანეს იერიში. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.
· და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
· 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
· 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს – სარკინიგზო.
· 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს აქტიურად იყენებდა თავისი ჯარების მომარაგებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ