გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან, გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაიყვანა.
უკვე 20 დღეა თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები და ამიტომ 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილები ვიქნებით. ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა დაკვირვება გაგრძელდეს. თუ სიკვდილის შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით, კარანტინი გავაგრძელოთ”, – განაცხადა თაშესაფრის დირექტორმა, თემურ ზავრაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება