გურჯაანში არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.
მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებაში მხილებულ 45 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მამაკაცი ამ დრომდე კომაშია – ის საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა, რადგან მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ, გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. იმ მიზეზით, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულსა და არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა დახურულია.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენეს სამშობლოში ციხეებში დაფიქსირებულია სისტემური ძალადობა – მისი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამება განპირობებულია სწორედ საკუთარი ქვეყნის პენიტენციური ჯოჯოხეთის ზედმიწევნით ცოდნით

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით