გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, მდინარე ალაზნის მიმდებარედ, გზა ჩაინგრა და ავტომობილი ჩაიყოლა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, მდინარე ალაზნის მიმდებარედ, გზა ჩაინგრა, რის შედეგადაც მოძრავი ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან დროულად გადმოსვლა მოახერხა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე უამინდობის და უხვი ნალექის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო.