გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი დაათვალიერა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი დაათვალიერა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის სარეაბილატაციო სამუშაოები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი დაათვალიერა.
450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 4 226 718 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა გარე სპორტული მოედანი.
კოლეჯში „ჰორიზონტში“, სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის გაზრდას და ახალგაზრდების უკეთ ინფორმირებას იმ სიკეთეების შესახებ, რასაც მათ სახელმწიფო პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმების თვალსაზრისით სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა