გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ზემო სურებში მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მერ დავით შარაშიძესთან ერთად, სოფელ ზემო სურებში იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
,,გურიის რეგიონში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია.
ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად არის გავლადი.
ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა ჩოხატაურის სოფელ სურებთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც უკვე გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია თავისუფლად.
აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დარიგება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება გააჩნიათ.
რაც შეეხება, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს, მთელი რეგიონის მასშტაბით სრულად არის აღდგენილი მათი მიწოდება.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აქტიურად მუშაობს სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი შესაბამისი კომისია და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაუზიანდა სახლი, მაგალითად, ჩამოენგრა სახლის სახურავები, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მათ აღდგენას, ხოლო ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით”,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს