გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეკვეთილში მერის სტიპენდიატებს შეხვდნენ

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეკვეთილში მერის სტიპენდიატებს შეხვდნენ
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს სტიპენდიის დანიშვნა მიულოცეს,
განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და შეკითხვებსაც უპასუხეს.
მერის სტიპენდია ენიჭება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია აკადემიური მოსწრების მინიმუმ 95 ქულა ყოველი სემესტრის ბოლოს. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს თითოეულ სემესტრზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს