გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, ხოლო ცხრა ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობს.
მათი ჯამური ღირებულება 1 382 688.94 ლარს შეადგენს. პროექტები ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით. ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცეებით, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში სპორტული აქტივობების ზრდას.

ასევე დაგაინტერესებთ

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი