გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საგანგებო სიტუაციების სამსახურების, ,,ენერგო პრო-ჯორჯიასა” და ,,სოკარ ჯორჯია – გაზის” ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.
სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი
შეეხო, გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში, ცენტრალური და შიდასასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან სრულად გასუფთავებულია და პროცესები აქტიურად გრძელდება.
ამასთან, საუბარი შეეხო სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება. დღეის მონაცემებით სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000 – ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა.
განიხილეს ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. ამ ეტაპისთვის რეგიონს თითქმის სრულად მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ხოლო წერტილოვან დაზიანებებზე ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს