გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას 52 წელი შეუსრულდებოდა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, სსიპ “სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო”-ს ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია