გურამ მაჭარაშვილი: ხაზარაძე რაც მეტ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას გააკეთებს, მით უფრო დაჩქარდება მისი პოლიტიკიდან წასვლის პროცესი

ჯარი აპოლიტიკური ინსტიტუციაა – რა გასაკვირია, რომ ხაზარაძე ასეთ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს, – „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ქართული ჯარისადმი მამუკა ხაზარაძის მოწოდებას, რომ არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს.
„რაც მეტ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განცხადებას გააკეთებს, მით უფრო დაჩქარდება პოლიტიკიდან ხაზარაძისა და გახარიას წასვლის პროცესი. ჯარი ის ინსტიტუციაა, რომელიც აპოლიტიკურია და უნდა იყოს, ჯარი ქვეყანას და სამშობლოს ემსახურება. თუმცა მათ აღიარეს, რომ მათთვის სამშობლო მხოლოდ ემოციაა და გაუგებარია სამშობლოს ცნება. რა გასაკვირია, რომ ხაზარაძე ასეთ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა