გურამ მაჭარაშვილი – წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? – „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში!

წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? – „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში! – ასე ეხმაურება -ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში Megobari act-ის წარდგენას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ „ეს ხალხი დონალდ ტრამპს, 70 მილიონ ამერიკელს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელმაც ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩია“.
„რა გასაკვირია, რომ ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, მით უმეტეს, ბოლო სამი წელია, ისინი ხმალამოღებით იბრძვიან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ის ხელისუფლება იქნება, ვინც მეორე ფრონტს დაიწყებს. მათ უსამართლო განცხადებებზე აღარ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მათ დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ეს ხალხი – რიშიც და შაჰინიც თავად ტრამპისა და ამერიკელი ხალხის უმეტესობის წინააღმდეგი არიან. გასაკვირი არ არის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი