გურამ მაჭარაშვილი: უნდა გასამართლდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოისვენოს

ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობა საქართველოში უნდა დასრულდეს, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა დიხამინჯია სიტყვიერად უპირისპირდება.
„ამერიკელებმა ეს ამერიკაში დაასრულეს და საქართველოშიც დაასრულა ქართველმა ხალხმა, მათ შორის 26 ოქტომბერს, მაგრამ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. უნდა გასამართლდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოისვენოს“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა