სალომე ზურაბიშვილმა თავისი თავი ჩაიწერა იმ ძალებში, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოს ებრძვიან – მე პირადად [სიტყვით] გამოსვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რა სისულელეებს „დააფერთხებს“, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის 6 თებერვალს პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, „სამწუხარო რეალობაა, რომ ფორმალურად დარჩენილი ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ეტაპამდე ყოველ შემთხვევაში, თავის უცნაურ პოზიციას არ ცვლის“.
„რას იტყვის სიმართლე გითხრათ, მე დიდს არაფერს არ მოველი. რაც აქამდე უთქვამს დაახლოებით იგივე იქნება შინაარსი, მე ასეთი მოლოდინი მაქვს. არაფერი არც განსაკუთრებული, არც საინტერესო,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.