გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!

რადიკალური ოპოზიცია ჩვეულ სტილში არათანმიმდევრულია – ხალხს უთხრეს, აგვირჩიეთ, რომ პარლამენტში შევიდეთო და შემდეგ კარავში შევიდნენ, – ასე ეხმაურება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ საპროტესტო აქციას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის მტკიცებით, აქციებს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან „ოპოზიციის ამომრჩეველმაც დაინახა, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია არც პარლამენტში და არც ქუჩაში“.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ოპოზიციას მხოლოდ უცხოეთში საკუთარი ქვეყნის გაშავება შეუძლია“.
„კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, რადგან დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?! – კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. თვითონვე 24 საათიანი აქცია დააანონსეს, რადგან, როგორც ჩანს, 24 საათის შემდეგ იღლებიან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
17 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ჭავჭავაძის გამზირი კოალიცია ცვლილებების ლიდერის ს მოწოდებით გადაიკეტა. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვლი – სახელმწიფო მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არავის მისცემს საშუალებას, გადაიკეტოს მაგისტრალები და ყველა, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, დაისჯება – კარგად დაფიქრდნენ, არ ჩაიდინონ დანაშაული და თავი არ ჩაიგდონ დიდ საფრთხეში

შსს – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში