გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას – დაუჯერეთ, დაუჯერეთ მარგველაშვილს, ის ხომ თქვენი მხარდამჭერია – როდესაც ის საუბრობს რადიკალიზაციაზე, რა თქმა უნდა, ეს „შავი ფული“ სწორედ რადიკალიზაციაში იხარჯება

მივმართავ ოპოზიციას – დაუჯერეთ, დაუჯერეთ [გიორგი] მარგველაშვილს, ის ხომ თქვენი მხარდამჭერია, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, ს განცხადებას.
მაჭარაშვილის თქმით, აქციები თუ არ დაფინანსდა, ყველაფერში ფულია საჭირო და ეს ფულია ზუსტად ის „შავი ფული”, რომელზეც ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ სად იხარჯება ფული.
„რაც შეეხება [გიორგი] მარგველაშვილს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულების, რომელიც ამხელს ხოლმე შიგადაშიგ „ნაცმოძრაობას”. მერე ამბობენ საიდან გაქვთ ინფორმაციაო. როდესაც ის საუბრობს რადიკალიზაციაზე, რა თქმა უნდა ეს „შავი ფული” სწორედ რადიკალიზაციაში იხარჯება. მივმართავ ოპოზიციაც – დაუჯერეთ, დაუჯერეთ მარგველაშვილს, ის ხომ თქვენი მხარდამჭერია. ამბობს, რომ რადიკალიზმს უნდა მივმართოთო. კარგად ვიცით, აქციები თუ არ დაფინანსდა, ყველაფერში ფულია საჭირო და ეს ფულია ზუსტად ის „შავი ფული”, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ სად იხარჯება ის ფული. რადიკალიზმი, „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენა ფინანსდება და ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს სად რა ფინანსდება”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია. მისივე თქმით, რამდენადაც არ უნდა სცადონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ სიტუაციის დამშვიდდეს, ეს შეცდომა დაშვებული აღარ უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ