გურამ მაჭარაშვილი მედიის ინფორმაციაზე, რომ აშშ-მა ანრი ოხანაშვილი დაასანქცირა – ყველას ვურჩევ, რომ ამ კოშმარულ სიზმრებს თავი დაანებონ – ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ

ყველას ვურჩევ, რომ ამ კოშმარულ სიზმრებს თავი დაანებონ – ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი დაასანქცირა.
მისი თქმით, ქართველი საზოგადოებისთვის სანქციებზე საუბარი ცოტა მომაბეზრებელი გახდა.
„ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის. ორი თვეა, თუ არ ვცდები, მიდის ეს იწილო-ბიწილო ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება საქმე, მირჩევნია ეროვნულო დროშით ვიარო ჩემს ქვეყანაში, ვიდრე ლგბტ დროშით სხვა ქვეყანაში,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა