გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან

თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ვაია“, იმიტომ, რომ კიდევ უფრო უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან,- ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, დასტური იქნება, რომ ნებისმიერ საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან.
„რა თქმა უნდა, თუ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას არ მიღებენ, ეს იქნება მორიგ ჯერზე დასტური, რომ ისინი, ჯერ ერთი, არასერიოზულად ეკიდებიან ნებისმიერ საკითხს, მეორე მხრივ კი, უფრო გააიოლებენ იმ პროცესს, რაც დაწყებულია საქართველოს პარლამენტში კომისიის სახით. მტკიცებულება უამრავია, რათა პოლიტიკური ველიდან გაქრნენ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია