გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილს მოვუწოდებთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ქვეყანამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში შესვლას – მოიკითხოს, შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ

ზურაბიშვილს ერთადერთი მოვუწოდოთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ლატვიამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში მოხვედრას – მოიკითხოს, შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ , – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლატვიაში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი მტკიცებით, ბალტიის და სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ისინი “იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში ომის ხარჯზე თვითონ მშვიდობა შეინარჩუნონ”.
“ზურაბიშვილს ერთადერთი მოვუწოდოთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ლატვიამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში შესვლას. მოიკითხოს, შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ. საერთაშორისო შეფასებებში, ლატვია რუსეთთან ურთიერთობაში და ვაჭრობაში, რუსული არყის ყიდვაში ხუთეულში მოხვდა მსოფლიოში და ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და არა თუ ვაჭრობა არ გვქონდეს, სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ. ეს იქნება ზურაბიშვილის მხრიდან ჩატარებული დიდი მისია. ბალტიის ქვეყნები რომ იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში ომის ხარჯზე თვითონ მშვიდობა შეინარჩუნონ, ოფიციალურად განაცხადეს,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო