გურამ მაჭარაშვილი – ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება

ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, ს ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება, – ეს განცხადება მედიასთან ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის თემაზე დასმული კითხვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის მტკიცებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში “დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურება მაქსიმუმზეა”.
“განცხადებებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტის საგარეო პოლიტიკური ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კავშირშია, რასაც შესაბამისი შედეგი მყისიერად მოაქვს ხოლმე.
თუ ვინმე გვეტყვის, ამის გარდა და კიდევ სამხედრო კონფლიქტის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
27 დეკემბერს, ს დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.