“გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ 43,000 დოლარი შვილისგან მიიღო” – TI-ს ცნობით, თანამდებობის პირებმა 12 მილიონის საჩუქრები მიიღეს

TI-ს ცნობით, პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ შვილისგან 43,000 დოლარი მიიღო – ასე წერია ქონებრივი დეკლარაციაში, რომელიც 2025 წლით თარიღდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რომლებმაც დეკლარაცია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შეავსეს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა საჩუქრები მიიღეს 2024 წელს.

TI-მ დათვალა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული ფულადი საჩუქრების რაოდენობამ საერთო ჯამში 12 მილიონი შეადგინა.

2024 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ – 150,000 დოლარი მშობლისგან
  • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა  – 44,500 დოლარი შვილისგან
  • პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ – 61,500 დოლარი მშობლისგან
  • პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ – 43,000 დოლარი შვილისგან

2025 წლის იანვარ-აგვისტოში 198-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 12 მლნ ლარის ოდენობით. აქედან 30-მა თანამდებობის პირმა 1.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქარი 2024 წელსაც დაადეკლარირეს.
ნაღდი ფულის სახით 6.6 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 76 უძრავი ქონება, 11 ავტომობილი და 4 იარაღი.
საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.
მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა ილია ინჯიამ და გურამ მაჭარაშვილმა
ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები – 1.5 მლნ ლარის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. -ს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა კი 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იტყობინება, თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად ნაღდი ფულის სახით იღებენ.

2024 წელს 127-მა პირმა ჯამურად 6.6 მლნ ლარამდე მიიღო, რაც ერთ პირზე საშუალოდ 52 ათასი ლარია. თუმცა, საჩუქრად მიღებული თანხები განსხვავებულია და ამ სიიდან 20 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღბული. ასევე, თანამდებობის პირებმა 76 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად, საიდანაც 33 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 43 მიწის ნაკვეთი. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 11 ავტომობილი და 4 იარაღი.

ნაღდი ფულის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროში გაიცემა. 2024 წელს მიღებული 12 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 4.6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 200 ათასი ევროში.

ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს. 1.8 მლნ ლარის საჩუქრები შვილებისგან  მიიღეს. ჯამურად 1 მლნ ლარი დამ ან ძმამ აჩუქათ, 621 ათასი კი ნათესავებმა.

TI-ს ცნობით, საჩუქრები 66 სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს, 19-მა თანამშრომელმა ჯამში 1.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ჯამში 1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. მოსამართლეებმაც 1.3 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქრები მიიღეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  30-მა თანამდებობის პირმა საჩუქრები 2023 წელსაც მიიღეს. მათ შორის, ჯამში ყველაზე მეტის – 778 ათალი ლარის საჩუქრები პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით ზილფიმიანმა მიიღო. შემდეგ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბუბა ლომუაშვილი მოდის, რომელმაც 280 ათასი ლარის საჩუქრები მიიღო. კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ 188 ათასი ლარის საჩუქრები მიიღო 2023-2024 წლებში.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ