გუ­რამ კა­ში­ა: ძა­ლი­ან ბევ­რმა და­ზო­გა ფული, ის ხელ­ფა­სი, ის შე­მო­სა­ვა­ლი რაც ჰქონ­დათ, მთლი­ა­ნად და­ხარ­ჯეს ფრე­ნის ბი­ლე­თებ­ში და თა­მაშს რომ დას­წრე­ბოდ­ნენ

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ველ ტურ­ში, თურ­ქეთ­თან მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ ისა­უბ­რა:

“ძა­ლი­ან ბევ­რმა და­ზო­გა ფული, ის ხელ­ფა­სი, ის შე­მო­სა­ვა­ლი რაც ჰქონ­დათ, მთლი­ა­ნად და­ხარ­ჯეს ფრე­ნის ბი­ლე­თებ­ში და თა­მაშს რომ დას­წრე­ბოდ­ნენ. ასე­თი გა­რე­მო არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ფეხ­ბურ­თი.

30 წელი ვე­ლო­დე­ბო­დით რომ დიდ ტურ­ნირ­ზე გვე­თა­მა­შა და ეს ოც­ნე­ბა ყვე­ლას ჩვენ აგ­ვიხ­და და ვი­ცით რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ვი­ცით რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის თუ რო­გორ ვი­თა­მა­შებთ, რო­გორ წარ­ვად­გენთ სა­კუ­თარ თავს, ქვე­ყა­ნას ამ ტურ­ნირ­ზე”, – თქვა გუ­რამ კა­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ხვალ, 18 ივ­ნისს, თბი­ლი­სის დრო­ით 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება

ანრი ოხანაშვილი – ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება – დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია