გურამ კაშია: ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით – მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა

დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან არის დაცლილი. მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა , – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა.

ფეხბურთელის თქმით, ნაკრებმა დღეს ისტორია დაწერა.

„დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ მონაწილე ვიყავი ამ თამაშის. ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ყველას დიდი მადლობა. დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან არის დაცლილი. მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა“, – განაცხადა კაშიამ.

კაპიტანი მადლობას უხდის გულშემატკივრებს იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში ისე გრძნობდნენ თავს, როგორც სახლში.

„გულშემატკივრებს სასწაული მხარდაჭერა აქვთ, ამას ვგრძნობთ. გასვლით თამაშებზე სახლში ვთამაშობთ. ფეხბურთელების ოცნება იყო, რომ უცხო ქვეყანაში ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. ის გარემო, რასაც გულშემატკივრები ქმნიან ჩვენ გვეხმარება წარმატების მიღწევაში. ჩემი დიდი მადლობა მათ!“,- აღნიშნა კაშიამ.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე მ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.