გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარსდგნენ, მათგან ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილს ვიხილავთ, ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ფინალში იჭიდავებს.
გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკი ალიშერ იუსუფოვს სძლია.
წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
სოფიო სომხიშვილი
ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
კრპალეკი მოსახსნელი იყო საბასთან მასეთი ჭიდაობისთვის! ეგ ახვარი კაცი! ნეტა თუშას შეხვდეს ფინალში და ერთიანად ამოუღოს მაგას ოლიპიადაზე წაგებაც და საბას სპეციალურად მიყენებული ტრამვაც!