გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო

ქართველი ძიუდოისტი (100+ კგ), გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ფრანგ მეტოქე, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან იპონით დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო.
თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი 9100კგ) ილია სულამანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა