“გული მერევა და ვერც კი ვიმეორებ რის გამო შემოვარდნენ სახლში”- სანდრო ცნობილაძის შვილი

სანდრო ცნობილაძის შვილი, ნატა ცნობილაძე სოციალურ ქსელში დღეს მათ სახლში ჩატარებილ ჩხრეკას ეხმაურება და წერს, რომ მამისი თავისუფალ დროს მუდმივად დგას აქციებზე.

“ვინც მამაჩემს იცნობს მჯერა გავრცელებულ ინფორმაციას (გული მერევა და ვერც კი ვიმეორებ რის გამო შემოვარდნენ სახლში), არავინ დაიჯერებს.

მამაჩემი არის კაცი, რომელმაც როდესაც დედა წამართვეს მე და ჩემი ძმა მთელი სულით და გულით დაგვიცვა, გაგვზარდა, თეთრი არ დაიშურა იმაში, რომ შემდგარი ადამიანები ვყოფილიყავით. მამაჩემი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი თავის ზურგზე გადაიტანა და არავის გააბედინა რამე ზედმეტი ეთქვა.

მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც მის სამშობლოს არასდროს ღალატობს და თავისუფალი დრო როგორც კი გამოუჩნდება აქციაზე დგას.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ათასი სიბინძურე ნახა, და მაინც არის შესანიშნავი პიროვნება.

სანდრო ცნობილაძე, მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც კბილებით დაგვიცვა მე და ჩემი ძმა, რომელსაც არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის, ოჯახისთვის. ჩვენი ოჯახის ისტორია ვინც იცით, ყველა ხვდებით ვინ არის მამაჩემი. რაც ვარ, ვარ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ სანდრო ცნობილაძეა მამაჩემი და რამდენი ბრძოლაც არ უნდა დამჭირდეს, მის სახელს არავის შევალახინებ.

ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ მაგრად ვართ, ისე როგორც ჩვენს ოჯახს შეეფერება“— წერს სანდრო ცნობილაძის შვილი, ნატა ცნობილაძე სოციალურ ქსელში.