გულის შეტევის რისკის განსაზღვრა 10 წლით ადრე გახდება შესაძლებელი – ინოვაციური ტექნოლოგია

გულის შეტევის რისკის განსაზღვრა 10 წლით ადრე გახდება შესაძლებელი – ინოვაციური ტექნოლოგია
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. აღნიშნული მაჩვენებლიდან ხუთიდან ორზე მეტი გამოწვეულია გულის შეტევითა და ინსულტით. მათი ერთი მესამედი კი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.
ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.
მას შეუძლია აჩვენოს გულის შეტევის რისკი, არტერიების შევიწროვების ინფორმაცია და სხვა კლინიკური რისკ-ფაქტორები.
ხშირად, როდესაც ადამიანი გულმკერდის ტკივილს უჩივის, ექიმი მას გულის CT სკანირების რეკომენდაციას აძლევს, თუმცა ამ შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში მნიშვნელოვანი შევიწროვების ნიშანი არ იკვეთება, რის გამოც პაციენტები შემდგომ გამოკვლევას აღარ მიმართავენ.
მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავარმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მეცნიერები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც კორონარულ არტერიებში შესამჩნევი შევიწროვება აქვთ, უფრო მეტად განიცდიან გულის შეტევებს, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შევიწროვების არმქონე პაციენტები ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან გულის შეტევითა და პრობლემებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.
“ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – თქვა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა – პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.
სწორედ აქ ვლინდება ხელოვნური ინტელექტის როლი. მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა ახალი ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებს და სხვა კლინიკურ ფაქტორებს და აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.
თითქმის რვა წლის განმავლობაში 3393 პაციენტზე ტესტების ჩატარების შემდეგ, AI ინტრუმენტმა დამოუკიდებლად და ზუსტად შეძლო გულტან დაკავშირებული პრობლემების რისკის პროგნოზირება.
როგორც გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის შეხედულების საფუძველზე, კლინიცისტების 45%-მა შეცვალა მკურნალობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი AI ინსტრუმენტი შეიძლება გულმკერდის ტკივილების მქონე პაციენტების მკურნალობის დანიშვნაში გადამწყვეტი საშუალება გახდეს. აღნიშნული კი ექიმებს დაავადების ადრეული იდენტიფიკაციისა და პრეველციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.
ოქსფორდის პროფესორმა ხარალამბოს ანტონიადესმა ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას.” – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.