გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

საავტომობილო გზების დეპარატმენტი განცხადებას აქვეყნებს:
🔵 ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია. კერძოდ, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება მონაცვლეობით, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, დაგროვილი ავტომობილების ნაკადის შესაბამისად
🔴 ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
🔵 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით