გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც ქაშიბაძე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს სხეულისა და სასუნთქი გზების 20-%იანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„რეანიმაციულ განყოფილებაში 1 პაციენტია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სხეულისა და სასუნთქი გზების 20-%იანი დამწვრობა აღენიშნება. დანარჩენი ორი პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“,- აღნიშნა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ