ექიმი გუგა ქაშიბაძე გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურება — ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს
„ბატონ გოგის ვიცნობ სტუდენტობიდან, მის ხელში ვარ გაზრდილი. ბუნებრივია კადრებიც ვნახე. დაკავების ის ფორმა, რაც ვნახე ამდენი პოლიციელი და ასეთი მობილიზაცია წარმოუდგენელია. ბატონ გოგის, ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა დაეშავებინა ისეთი, რომ ასეთი ფორმა, ძალისხმევა ყოფილიყო საჭირო მის დასაკავებლად.
ვუცხადებ ყველანაირ სოლიდარობას მინდა, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმეს და თავის პაციენტებს“ — ამბობს გუგა ქაშიბაძე.